LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პასუხი კითხვაზე, თუ ვინ და რატომ გამაშვილა, არ მიმიღია, თუმცა ვიპოვე დედმამიშვილები, ძალა არ მეყო, აქამდე გამესაჯაროვებინა ეს ამბავი” – რას წერს გაშვილებული ქალი, რომელმაც და-ძმა იპოვნა

174
301567721_5770713692961907_5480156414126171081_n

მორიგი ამბავი გაშვილებულ შვილსა და ნაპოვნ დედმამიშვილებზე – მარი სადღობელაშვილმა და-ძმა იპოვა. ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

როგორც პოსტის ავტორი წერს, გრძნობდა რომ ნაშვილები იყო, დაიწყო მოძიება და სოციალური ქსელის მეშვეობით ბიოლოგიურ ოჯახს მიაგნო.

“ერთი წლის წინ ამ ჯგუფის მეშვეობით ვიპოვე და-ძმა.

მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვგრძნობდი, რომ ვიყავი ნაშვილები. რაც ეს ჯგუფი შეიქმნა და წავიკითხე ერთმანეთზე უარესი ისტორიები, გამოვედი კომფორტის ზონიდან და დავიწყე ძიება. ჩემი ეჭვები გამართლდა, გამზრდელი დედა ალაპარაკდა, იუსტიციის სახლიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, სადაც ეწერა ჩემი გაშვილებამდე არსებული სახელი, გვარი, მშობლების ვინაობა.
ჯგუფში დაპოსტვიდან 5 წუთში გამომეხმაურა ჩემი ბიოლოგიური ძმის მეგობარი, რომელმაც დამაკავშირა და-ძმას. ბიოლოგიური დედა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. პასუხი კითხვაზე, თუ ვინ და რატომ გამაშვილა, არ მიმიღია, თუმცა ვიპოვე დედმამიშვილები.
ძალა არ მეყო, აქამდე გამესაჯაროვებინა ეს ამბავი. თუმცა “ვეძებ” ჯგუფი და მისი ადმინისტრაცია იმსახურებს დაგვიანებულ მადლობას ჩემგან”, – წერს მარი სადღობელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g