LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 მესამედ ცხადდება

226
27-meliora.ge-

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 – განაცხადების მიღებას იწყებს!

Meliora – ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და პოპულარიზაციას. ასევე, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

Meliora 2020 ეძღვნება იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს COVID 19-თან საბრძოლველად.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას შეუძლია შემდეგ კატეგორიებში:

თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს სტატუსის ჯილდოს საუკეთესო CSR-ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.

გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან.

Meliora – 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძვნდა და დღემდე კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო მასშტაბის კომპანიამ 140-მდე განხორციელებული CSR პროექტი წარადგინა.

Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g