ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის შვილმა, ანა სულაბერიძემ მამას ზღაპარი მოუყვა. ნოემ ყურადღებით მოისმინა „ყინულის დედოფალი“, ვიდეო კი სოციალურ ქსელში ჯანეტმა გამოაქვეყნა.
პატარა ანნას თხრობის სტილმა და ამბის გადმოცემის საოცარმა უნარმა გამომწერები აღაფრთოვანა.
„როგორი კარგი გადმოცემის უნარი აქვს, უსაყვარლესი ანნა“, „ეს ბავშვი ზღაპრის გმირს ჰგავს, ყველაზე კეთილ, ლამაზ და ტკბილ ფერია-პრინცესას“, „რა საყვარელი ხარ ვგიჟდები შენზე პატარა ფერია, უნიჭიერესი ხარ შენი მამიკოსავით“, „აქედანვე ეტყობა რომ მამასავით კარგი ჟურნალისტი იქნება“, „ულამაზესი ფერია რა ლამაზად ჰყვება ზღაპარს“, – უწერენ კომენტარებში უსაყვარლეს ანნას.
ვიდეო: „მე და ანნამ ერთად ავარჩიეთ საჩუქრები“ – როგორ გაერთო ანნა სულაბერიძე ალისკას დაბადების დღეზე
ფოტო: „ფერადი შარვალი და ცისფერი ტოპი“ – უსაყვარლესი ანნა სულაბერიძის მოდური ჩაცმულობა