LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარა გოგონამ თავისი პირველი ჰელოუინის დღესასწაულისთვის ელტონ ჯონის როლი მოირგო (ვიდეო)

127
BeFunky-collage (6)

პატარა გოგონამ თავისი პირველი ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნავად ელტონ ჯონის როლი მოირგო. მშობლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში, გოგონა სახელად ბენი, რომელიც ჯერ მხოლოდ 11 თვისაა ვარდისფერ ფორტეპიანოზე დიდი მონდომებით უკრავს. მისი ვიზუალი კი სერ ელტონ ჯონის ლუქს იმეორებს-მას დიდი სათვალე და ბუმბულებით მორთული კოსტიუმი აცვია.

ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ ეძახის მას დედა, ის კამერას უყურებს, შემდეგ კი გოგონა სწრაფად ფოკუსირდება, ეძებს კლავიშებს, რომ გააგრძელოს თავისი საყვარელი სიმფონიის შესრულება.

მშობლების თქმით, პატარა მოცეკვავე და მუსიკოსი ყოველთვის ინტერესდებოდა მუსიკით და მუსიკალურ ვიდეოებსაც ხშირად უყურებს. თურმე მან გიტარაზე დაკვრაც იცის და ეკლესიაში როცა გალობენ ხშირად ხმასაც აყოლებს.

ბენნის საყვარელი სიმღერა კი არის ელტონ ჯონის Bennie And The Jets და სწორედ ეს სიმღერა გახდა ინსპირაცია გოგონას პირველი ჰელოუინის კოსტიუმი ასეთი პომპეზური ყოფილიყო.

იმის შესახებ, თუ რატომ უყვარს მის ქალიშვილს ელტონი, გოგონას მამა ამბობს: “გულწრფელად რომ ვთქვათ, ასე იმიტომ მოხდა, რომ მისი სახელია ბენი,  მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვმღერით ელტონ ჯონის ამ სიმღერას და ბენისაც შეუყვარდა.”

https://www.youtube.com/watch?v=t-dGL9c4cxU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g