LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად” – ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას „ერეკლეობას“ ულოცავს

218
BeFunky-collage

ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას „ერეკლეობას“ ულოცავს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას.

“გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისათვის.

ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას – სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას… მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის”, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g