LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა შვილს მამის ამბავი რომ უთხრეს, მამის მაისური რომ ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ“ – ბექა ჩხაიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

8071
ლაშა ბასლანძე

27 ოქტომბერს, ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გარდაიცვალა. 

მომღერალი ბექა ჩხაიძე ლაშა ბასლანძის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი გარდაიცვალა სხვა ქვეყანაში, ჩამოსვენებული არაა ბიჭი და ზარ-ზეიმი გაქვთ ატეხილი. პატარა შვილს მამის ამბავი რომ უთხრეს, მამის მაისური რომ ჩაიხუტა, ხელს ვერ აშვებინებენ, რომელ მხარეზე და პოლიტიკურ შეხედულებებზეა საუბარი“, – ამბობს ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე, ორი დღის წინ, იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ნინი შერმადინი: „ლაშა ჩემო ძამიკო, მეგობარო, ამაგიანო და გულიანო ბიჭო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!“

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ვაახ! ბასლა, ყველანაირი შესავლის და მაგრამების გარეშე, ძალიან გამიტყდა ეს ამბავი, ვიზიარებ“

„ღმერთმა ნათელში გამყოფოს ჩემო ყველაზე ერთგულო, საიმედო, საუკეთესო ძმაო“ – ბერა ივანიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g