LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატარძალი თავის ქორწილში დააპატიმრეს

116
Screenshot 2024-01-22 160254

მექსიკაში პატარძალი პირდაპირ თავის ქორწილში დააპატიმრეს. Daily Mirror-ის ინფორმაციით, პოლიციის რეიდი ჯვრისწერის დღეს დაემთხვა.

ნენსი ლიზეტი ცოლად ცნობილ კილერს კლემენტ მენდიოლა მარტინესს, მეტსახელად El Raton-ს (თაგუნია) უნდა გაჰყოლოდა. თაგუნიას გამოძალვასა და არაერთ მკვლელობაში ედება ბრალი, ამასთან მისი საცოლე, პოლიციის ინფორმაციით თანამზრახველიც იყო და საყვარელ კაცთან ერთად ბევრი ადამიანი დაუშანტაჟებია.

პოლიციამ ქორწილის შესახებ გაიგო და დათქმულ დროს ლიზეტს დაედევნა. ცერემონიის დროს სამართალდამცველები შენობაში შეიჭრნენ და დააკავეს 6 მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, ქორწილის სტუმრები იყვნენ.

პატარძალს ხელბორკილი საპატარძლო კაბაშივე დაადეს. ამას ადასტურებს კადრები, რომელიც გამოძიებამ მოგვიანებით გაავრცელა.

თავად მარტინესმა კი გაქცევა მოახერხა. პოლიცია 300 ათას პესოს ჰპირდება ყველას, ვინც კრიმინალის ადგილმდებარეობის შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები