თუკი ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება ან რბოლაში მონაწილეობის მიღება გსურთ, ყოველთვის შეგიძლიათ მდიდრული სპორტქარის შეძენა. ასეთი სუპერქარი ძალიან მალე გადაიწვება და მუშაობაზე უარს იტყვის, რადგან რბოლებისთვის განკუთვნილი არ არის. არადა, მასში დახარჯული ფულით ნამდვილი სარბოლო მონსტრის აწყობაა შესაძლებელი.
Rc-workchop-ის სტუდიის დიზაინერებმა გადაწყვიტეს საინტერესო ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ და ბანალური Chevrolet Aveo-ს, Mitsubishi Colt-სა და Fiat 126-სგან სპორტული ბოლიდები შექმნეს. შედეგი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.