LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

132
ლევან იოსელიანი

„11 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით.

„კანონმდებლობა განსაზღვრავს, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, გამომძიებლის/პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის (პაემანის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის) შეზღუდვის შესაძლებლობას. პრობლემას წარმოადგენს შეზღუდვის ავტომატურად ბრალდებულის არასრულწლოვან შვილებზე გავრცელება, რადგან არ არსებობს სპეციალური წესი, რომელიც ხსენებულ საკითხს დაარეგულირებს.

სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, პატიმრობაში მყოფი მშობლების ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება არ შეიზღუდოს ბლანკეტურად, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად აუცილებელზე მეტი ინტენსივობითა და ხანგრძლივობით. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ბავშვის უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის გარანტიები, ყოველი ინდივიდუალური საქმის გარემოებების შეფასების შედეგად.

სახალხო დამცველი, შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებზე მითითებით, მიზანშეწონილად მიიჩნევს – საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად, განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, განიხილოს ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

📢 11 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პატიმარ მშობლებთან შვილების კომუნიკაციის უზრუნველყოფის თაობაზე საკანონმდებლო…

Posted by საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia on ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g