LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატიმარს შეუძლია შეიძინოს გარკვეული ნივთი – მე-17 დაწესებულებაში ხელმისაწვდომი იყო ე.წ. ლამინატი, რომლის შეძენაც სავარაუდოდ, წესების დაცვით მოხდა: იუსტიციის მინისტრის მოადგილე

74
გლდანის ციხე

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ციხეებში, საკნების ნაწილის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკნების ნაწილი კეთილმოწყობილია, სადაც დაგებულია ე.წ. ლამინატის იატაკიც.

ის ასევე განმარტავს, რომ ციხის მაღაზიაში პატიმრებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ სხვადასხვა ნივთები, მათ შორის გარკვეულ ეტაპზე ხელმისაწვდომი იყო ე.წ. ლამინატიც.

„პატიმართა შორის ძალადობა, არაფორმალური კრიმინალური მმართველობა, ე.წ. ობშიაკები“ – რა წერია CPT-ის ანგარიშში და რას პასუხობენ მმართველ გუნდში

„რაც შეეხება „პარკეტს“, თითოეულ პატიმარს აქვს თავისი ლიმიტი, რომელიც ყოველთვიურად შეუძლია აითვისოს, თუ ამ თანხის ფარგლებში, მას მაღაზიაში შეუძლია შეიძინოს გარკვეული ნივთი, ან მასალა, რომლითაც თავადვე კეთილმოაწყობს საკანს, ეს მისი უფლებაა. მათ შორის, მე-17 დაწესებულებაში როგორც ჩემთვის არის ცნობილი, გარკვეულ ეტაპზე ხელმისაწვდომი იყო ე.წ. ლამინატი. სავარაუდოდ, წესების დაცვით მოხდა შეძენა, თუმცა, ესეც გადასამოწმებელია“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g