ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთხელ ვაქცინირებული პატიმრების 66% -ია, ორჯერ ვაქცინირებული კი, 55%-ზე მეტი. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გაბუნიას თქმით, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა 80%-ზე მეტი ერთხელ ვაქცინირებულია და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასეთი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.
„პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესზე ჩვენ უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ. ერთხელ ვაქცინირებული არის პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყო.
თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.
იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია, ამისთვის მოხდა კლინიკის მობილიზაცია, რომ თუკი საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მოხდეს მათი მკურნალობა.
სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ გვაქვს“,– განაცხადა თამარ გაბუნიამ.
