ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების კომენტატორად იმუშავებს. ამის შესახებ Marca წერს. ლუის ინასიუ ლულა და სილვა, რომელსაც კორუფციის საქმეზე 12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, მატჩებს ციხიდან სატელევიზიო არხის TVT-ს მეშვეობით გაუძღვება.
ყოფილი პრეზიდენტის დებიუტი ახალ ამპლუაში 18 ივნისს არის დაგეგმილი, ბრაზილიის ნაკრების თამაშიდან მეორე დღეს.
ლულა და სილვას კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ედება ბრალი. მას ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა 2003-2011 წლებში ეკავა. იგი მისმა ერთ-ერთმა ფავორიტმა პოლიტიკოსმა დილმა რუსეფმა შეცვალა, რომელიც კორუფციული სკანდალის გამო 2016 წელს იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.