LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატინსონის მეგობრები იმედოვნებენ, რომ ის და მისი საცოლე შერიგდებიან

61

რობერტ პატინსონის თაყვანისმცემლებს თავიდანვე არ მოეწონათ მისი ახალი რჩეული, მომღერალი ტალია ბარნეტი. ამიტომ როდესაც ცნობილი გახდა მათი დაშორების შესახებ, ბევრ მათგანს მხოლოდ გაუხარდა. თუმცა, პატინსონის მეგობრები ირწმუნებიან, რომ მას ჯერ კიდევ უყვარს ტალია და მასთან დაქორწინება სურს.

„ეს სწორედ ის გოგოა, ვიზეც რობერტს დაქორწინება სურს“, – აცხადებს წყვილთან დაახლოებული წყარო. დაშორების მიზეზი ერთმანეთთან შეუთავსებელი გრაფიკები იყო, რის გამოც, მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ. მეგობრები ირწმუნებიან, რომ ეს მიზეზი დროებითია და ისინი მალე კვლავ ერთად იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი 2014 წელს დაიწყო. 7 თვის შემდეგ მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს და ქორწილისთვის მზადებაც დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები