აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ინსტაგრამზე წერს და ვოლოდიმირ ზელენსკისს ჩერჩილს ადარებს.
„პატივი მქონდა, ამ დილით რამდენიმე წუთით მესაუბრა პრეზიდენტ ზელენსკისთან – ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან. მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს ლიდერობისთვის, თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის და მაგალითისთვის, რომელიც აჩვენა.
მივესალმე უკრაინელი ხალხის გამბედაობას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი არ დანებდებიან პუტინის ბარბაროსობისა და ავაზაკობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამერიკელები შთაგონებულები არიან მათი სიმტკიცით და გამძლეობით.
‘ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების გვერდით დგომას, როგორც ისინი დგანან თავიანთი თავისუფლების დასაცავად“, – წერს ბუში.