ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო ცენტრში მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა.
“ვივა მედიდან” გამოსვლის შემდეგ, მეუფემ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საკვებს ვერ იღებს.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მიხეილ სააკაშვილი კლინიკის პალატაში აზიარა:
“მას ვესაუბრე და მის მკურნალ ექიმთანაც მქონდა საუბარი, პრობლემა არის ის, რომ ვერ იღებს საკვებს, ძალიან ვთხოვე, რომ მოინდომოს, მოინდომოს კიდევ უფრო მეტად და რასაც თვითონ ვერ შეძლებს, მე ღრმად მწამს, რომ ღმერთი დაეხმარება ამ ზიარების მადლით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკეთესად იქნება.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ხერხდება ყველა დაავადების განკურნება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარდა მედიცინა. პატრიარქი რომ ლოცულობს მესამე პრეზიდენტისთვის, ნამდვილად ვიცი”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
არ არის გამორიცხული, სააკაშვილს მნახველების რაოდენობა შეეზღუდოს – რა წერილი მიიღო ადვოკატმა