დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, რომელსაც საპატრიარქოს შესასვლელთან კარავი აქვს გაშლილი, ფეისბუქის გვერდზე ვიდეოს ავრცელებს.კადრებში ჩანს თუ როგორ გამოდის პატრიარქის ესკორტი, ხოლო კარვის წინ ორი მანქანა დგას, რომელიც თორნიკე მამალაძის განმარტებით, ჩააყენეს გამოსვლის წინ, რომ პატრიარქს დეკანოზის ფოტო და გაშლილი კარავი არ დაენახა.
“პატრიარქის გამოსვლა. თეთრ მანქანას ხედავთ სპეციალურად გააჩერეს რო ჩემი ძმის სურათი არ დაენახა პატრიარქს. აი ეს არის საპატრიარქოს დამოკიდებულება” – წერს დეკანოზის ძმა
https://www.facebook.com/tornike.mamaladze.7/videos/2469055473139808/
თორნიკე მამალაძე ხუთი დღეა, რაც საპატრიარქოსთან აქციას მართავს და ძმის, მსჯავრდებული დეკანოზის ზიარებას ითხოვს.