LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გამოქვეყნდა – რაზე გაამახვილა ყურადღება ილია მეორემ

182
ilia

რამდენიმე წუთის წინ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გამოაქვეყნა.

მრევლი პატრიარქის ტრადიციულ ეპისტოლეს ჯერ კიდევ გუშინ, სადღესასწაულო წირვაზე ელოდა.

წლევანდელ ეპისტოლეში პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა პანდემიაზე და მისგან გამოწვეულ რეგულაციებზე:

“ის პრობლემებიც, რაც პანდემიამ დღევანდელ მსოფლიოს მოუტანა, ღვთის დაშვებით მოხდა. ვირუსის უცნაურმა ბუნებამ აიძულა ადამიანები გარკვეულ რეგულაციებს დამორჩილებოდნენ. ეს აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია თითოეული ჩვენგანის ღმერთთან მეტი სიახლოვეც, რადგან არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე. წმინდა წერილი შეგვაგონებს: „შვილო, შენს სნეულებაზე თვალს ნუ დახუჭავ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან” (სიბრ. ზირ. 38,9-10). ასე რომ, ზომიერება გვმართებს, ექიმთა რჩევასაც უნდა დავუგდოთ ყური, მაგრამ უმთავრესი ღვთის მცნებების დაცვა და მის წინაშე სათნო ცხოვრებაა – ნათქვამია ეპისტოლეში.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები