საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.
ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში:
„სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიული კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“,– ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აწერს.
ცნობისთვის, არქიმანდრიტი ილია თოლორაია დღეს საპატრიარქოში იყო დაბარებული. მისგან მღვდელმთავრები მონანიებას ითხოვდნენ. საპატრიარქოს დატოვების შემდეგ კი არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ მონანიებას არ აპირებს და პატრიარქთან ითხოვს შეხვედრას.
⛪ ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲙᲐᲗᲝᲚᲘᲙᲝᲡ-ᲞᲐᲢᲠᲘᲐᲠᲥᲘᲡ ბრძანება N 95 სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი სამების საპატრიარქო…
Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on ოთხშაბათი, 05 ნოემბერი, 2025
