საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყლის კურთხევის წესი აღასრულა. შესაბამისად, ქრისტიანებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.
დღეს, ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ილია მეორემ წირვა-ლოცვა სამების ტაძარში აღავლინა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს
ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია, თორმეტ საუფლო საეკლესიო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი.
სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.
საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.
ნათლისღების დღესასწაულს თან ახლავს ტრადიციული განბანვის რიტუალი. საქართველოს ზოგიერთ სოფელში ხდება მღვდლის ან მღვდელმთავრის მიერ მდინარის ან ტბის კურთხევა, რის შედეგადაც სიცივის მიუხედავად მრევლი ჩადის წყალში და გალობს ნათლისღების ტროპარს.