ახალი ფოტოებიდან, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება, რთული დასაჯერებელია, რომ „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი, პატრიკ დემპსი მეუღლეს დაშორდა. სწორედ ჯილიან ფინკთან ერთად ისვენებს დემპსი კარიბის ზღვის სანაპიროზე, სენ-ბართელმის კუნძულზე. წყვილმა განქორწინებაზე საბუთები ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში შეიტანა, თუმცა ერთი წლის თავზე ისინი კვლავ ერთად არიან.
50 წლის დემპსი და მისი მეუღლე კარიბის ზღვის სანაპიროზე შვილებან ერთად იმყოფებიან. ფოტოებზე ასევე ჩანს 14 წლის ფაიფი და ტყუპები, სულივან პატრიკი და დარბი გალენი. ოჯახი ფანტასტიკურ დროს ატარებს ერთად, ასევე, ძალიან კარგ ფორმაშია თავად დემპსი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა ლონდონში გადაღებები „ბრიჯიტ ჯონსის“ ბოლო ნაწილისთვის.