LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიოტთა ალიანსი სალომე ზურაბიშვილისთვის უკანანო შემოწირულობის გამო დაჯარიმდა

237964758

თბილისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 30 590 ლარით დააჯარიმა.  სასამართლომ პარტიის მიერ საპრეზიდენტო არზჩევნების მეორე ტურის წინ დაბეჭდილი  ბროშურები იმ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის უკანონო შემოწირულობად მიიჩნია.

აუდიტის სამსახურმა მოკვლევით დაადგინა, რომ პატრიოტთა ალიანსმა ფლაერების დაბეჭვდაში 15 295 ლარი დახარჯა. უწყებამ პარტიის დასაჯარიმებლად სასამართლოს რამდენიმე თვის წინ მიმართა.

შეგახსენებთ, პატრიოტთა ალიანსი საპრეზიდენტო არჩევნებამდე აქციებს ატარებდა, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა ხმა არ მიეცათ სალომე ზურაბიშვილის კონკურენტისთვის.

mazda magti 5g