LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატრიოტთა ალიანსი” უარს აცხადებს მანდატებზე

86
uie3tur54dpmye4

„პატრიოტთა ალიანსი” მანდატებზე უარს აცხადებს და პარტიული სიის გაბათილებას აპირებს.

პარტიის წევრი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ პირველებმა სწორედ მათ მოუწოდეს ოპოზიციას სიების გაბათილებისკენ.

“სიები უნდა განულდეს, განცხადებები უნდა დაიწეროს. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ, მის მუშაობაში არ მივიღებთ მონაწილეობას და მანდატსაც დავტოვებთ”, -განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

შეგახსნებთ, საპარლამენტო არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ” 90 მანდატი მოიპოვა. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია პარლამენტის წევრის თანამდებობის დაკავებაზე უარს ამბობს.

მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას 11 დეკემბერს გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები