თბილისში, პარლამენტის წინ “პატრიოტთა ალიანსის” კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა აქცია გამართა.პარტიის კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ხელისუფლებას უყურადღებობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. თამარ ბოყოველის თქით, მისი თანაპარტიელები უკვე 28-ე დღეა შიმშლილობენ, თუმცა ხელისუფლება მათი მოთხოვნებით არ ინტერესდება და ყურადღებას არ აქცევს.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მოწები არ გაიყიდოს და არ გაიცეს იჯარით უცხოელებზე. კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა, გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან, საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების ზედა ზღვარი განისაზღვროს წლიური 6-8-10 % ით.
