“პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, რომ მათი მხარდამჭერების ხმები 5%-ზე ბევრად მეტია. ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა. 5%-იანი ბარიერის გადალახვით პარტია საქართველოს პარლამენტში მოხვდა. „ ოფიციალური მონაცემით 5%-ზე ბევრად მეტია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხმები. ჩვენ ამ ხმების დაცვას შევძლებთ“, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.