ბრენდი Ninellie მომხმარებლებს დიზაინერ ნინო ჩხაიძის მიერ შექმნილ პროდუქციას სთავაზობს. როგორც დიზაინერმა „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას განმარტა, ამ ეტაპზე, პატრიოტულ თემაზე შექმნილი აპლიკაციური მაისურების შექმნითაა დაკავებული, რომელებიც ხელით იქმნება და მათი ფასი 70 ლარია.
გარდა ამისა, ნინო ჩხაიძე უკვე დიდი ხანია ე.წ. “ფეჩ ვორქს” ეუფლება და მის შემოქმედებას სახლის დეკორებთან ერთად უკვე სხვადასხვა სამოსიც შეემატა.
„ქვილთის ნამუშევრები ერთ-ერთი რთული, მაგრამ საინტერესო მიმდინარეობაა. ამ ეტაპზე, პატრიოტული თემატიკით ვარ გატაცებული ჩემმა მაისურებმა საზღვარგარეთ ძალიან დიდი მოწონებაც დაიმსახურა“, – განაცხადა ნინო ჩხაიძემ.
როგორც დიზაინერმა აღნიშნა, ის ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ბერლინიდან, სადაც მისი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ნინო ჩხაიძე შეკვეთებს მისსავე ატელიეში იღებს, რომელიც ბროსეს 2 ნომერში მდებარეობს.