პატრულ-ინსპექტორებმა თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინეს.
გახო ონიანმა და გაგა ბზიკაძემ, 1986 წელს დაბადებული ზ.ჯ., რომელიც ხიდის მოაჯირზე იყო დაკიდებული, ამოიყვანეს.
შსს-ს ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პატრულ-ინსპექტორებს ახალგაზრდა კაცის სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ, მოქალაქეებმა მიმართეს. მამაკაცი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადახტომას აპირებდა.