LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია – თუ ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“

112
პაველ ჰერჩინსკი

„თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთად ვიმუშაოთ“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირმა 2023 წელს საქართველოს ისტორიული შანსი მისცა, თუმცა ამჟამად საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია.

ირაკლი კობახიძე – „ჩვენი პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ამ ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“

„საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს ბევრი სიკეთე მოუტანა. ევროკავშირს ბევრი აქვს გაკეთებული თქვენს სოფლებსა და ქალაქებში. მესამე წელია მაქვს პატივი თქვენთან ერად აღვნიშნო ევროპის დღე.

2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული კარი გაუღო და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ახლა საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა საქართველოსთვის. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს.

პაველ ჰერჩინსკი: „ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობა ევროკავშირის პოზიციის წარმოდგენაა და ამას მომავალშიც გავაგრძელებ – ვისურვებდი, შემექო ხელისუფლება რეფორმებისთვის, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უმდაბლეს ნიშნულზეა“

ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობას და კეთილდღეობას. ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია. თუ საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ“. -განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

⭕⬇ „რაღაც მარშია ოპოზიციის მხრიდან დაგეგმილი ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში დემოკრატიაა, შეუძლიათ გამართონ…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on Friday 9 May 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g