LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაველ ჰერჩინსკი: „კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა, ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის, ბედნიერების დღე… თქვენი შვილები იმსახურებენ უკეთეს მომავალს“

135
პაველ ჰერჩინსკი

„ახალგაზრდები, თქვენი შვილები – ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში“ – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა

ელჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა კვირას გამართულ მარშზე სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს საქართველოში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ ქვეყანაში:

მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა

აქციის მონაწილეები 17:00 საათიდან თბილისში, 5 სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

„კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები – ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში. მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, – აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g