როგორც ევროკავშირი, ჩვენ არ ვართ რევოლუციებით და რეჟიმების ცვლილებებით დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირი მუშაობდა, მუშაობს და მომავალშიც იმუშავებს საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან.
“როგორც ევროკავშირი, ჩვენ რევოლუციებითა და რეჟიმების ცვლილებებით არ ვართ დაკავებული. საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ყველა მთავრობასთან ვმუშაობდით, ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ახლანდელ მთავრობასთან და ნებისმიერ მთავრობასთან ვიმუშავებთ, რომელიც 26 ოქტომბრის, იმედია, თავისუფალი და დემოკრატიული, არჩევნების შემდეგ იქნება არჩეული”, – აღნიშნა მედიასთან ელჩმა ჰერჩინსკიმ.