LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

PAYZE – ქართული ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპი ოპერირებას უზბეკეთში, უკრაინასა და ყაზახეთში იწყებს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

26
giorgi-da-gega-2021-10-21-13-33-34-442838

დღეს კიდევ ერთ წარმატებულ ქართულ სტარტაპს გაგაცნობთ. კომპანია PAYZE ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპია, რომლის მიზანიც ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, მის მიერ მიწოდებული სერვისის სანაცვლოდ, ციფრული გადახდების მიღების გამარტივებაა.

სტარტაპმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000 – ლარიან საგრანტო პროგრამაშიც  გაიმარჯვა.

PAYZE ასევე არის 500 Startups-ის პროგრამის გამარჯვებულიცაა. PAYZE-ის ინვესტორებს პირდაპირი კავშირი აქვთ ისეთი კომპანიების წარმატებებთან, როგორიცაა Twitter, Dropbox და აშ.

PAYZE-მ ოპერირება 2021 წლის იანვარში დაიწყო და 9 თვეში 250,000 ონლაინ გადახდა გაატარა. ის საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და იზრდება  ძალიან სწრაფი ტემპით.

კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან ოპერირებას იწყებს უზბეკეთში, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში PAYZE-ის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება. გუნდი ამჟამად 20 ადამიანისგან შედგება და იზრდება სწრაფად, როგორც ტექნოლოგიური, ისე ბიზნეს მიმართულებით.

“ბიზნესკურიერში”გიორგი კეპულაძის სტუმარია გეგა წურწუმია,  PAYZE-ის თანადამფუძნებლი და თანადირექტორი.

– გეგა, პირველ რიგში გილოცავთ იმ წარმატებებს, რასაც უკვე მიაღწიეთ, მოგვიყევით თქვენი კომპანიის და განვლილი გზის შესახებ.

საკმაოდ საინტერესო გზა გავიარეთ დღევანდელ დღემდე.  დავიწყეთ ორმა ადამიანმა, მე და ჩემმა თანადამნფუძნებელმა კახი გელაშვილმა. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს ორი ადამიანი ვიყავით გუნდის წევრი, მაგრამ სწორი განვითარების, ბევრი შეცდომისა და სწავლის შემდეგ სწორ გზაზე დავდექით, მოვუსმინეთ კლიენტებს ძალიან დეტალურად და შევქმენით ისეთი პროდუქტი, რომელიც ბიზნესს უმარტივებს ციფრულ სამყაროში განათლების მიღებას და ზოგადად შემოსავლების ზრდას.

– უცნაურ დროს დაგიწყიათ ბიზნესი, შარშან შემოდგომაზე მეორე ტალღა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური ბიზნესი პანდემიის დროსაც ვითარდებოდა, რადგან უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა ონლაინგადახდებზე და ტექნოლოგიებზე. 

ჩვენ მანამდე ორი წელი ვმუშაობდით. ფინანსურ ტექნოლოგიებში ვტრიალებდით, სანამ საბოლოო პროდუქტის სახემდე მივედით. პანდემია იყო ბუსტი არამარტო ჩვენთვის, არამედ ყველა ინტერნეტბიზნესისთვის. პანდემია გახდა მიზეზი, იმის, რომ  ციფრული სამყაროსთვის შეეხედათ ისე, როგორც შემოსავლის წყარო.

– პანდემიამ გარდა იმისა, რომ დაბუსტა ეს მიმართულება, გარკვეული პრობლემებიც შექმნა. ბევრ კომპანიას ხარჯები გაეზარდა. თუმცა თქვენი მიმართულებით ალბათ უფრო ნაკლები იყო პრობლემები…

ჩვენი მიმართულებითაც ბევრი პრობლემა იყო. ახალი აწყობილი გუნდით რთულია დაწყება, როცა გუნდის წევრები ერთმანეთს არ იცნობენ და ხან ოფისში, ხან ონლაინ მუშაობ.

ამ რეჟიმში კომპანიის აწყობა, რთულია. ჩვენთვისაც მიუხედავად იმისა, რომ სრულად ციფრული ბიზნესი ვართ და ტექნოლოგიური კომპანია, ამ კუთხით გამოწვევები ბევრი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ამასთან ერთად შესაძლებლობებიც ძალიან ბევრი გაჩნდა.

 – როგორია სამომავლო გეგმები, როგორც გავიგეთ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გადიხართ, საკმაოდ დიდ ქვეყნებში. უზბეკეთში, უკრაინასა და ყაზახეთში.  უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, ამ ქვეყნებში კიდევ რის გაკეთებას აპირებთ. 

ჩვენი მთავარი მიზანი არის, შევკრათ ერთგვარი „ნეთვორქი“ ამ ქვეყნებს შორის. ვართ ფინანსური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამარტივებს ონლაინგადახდების მიღებას და  რაც მთავარია, შემდეგი წლისთვის ამ დროს მინიმუმ ექვს და შვიდ მთავარ ეკონომიკაში ვიყოთ, პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმოდგენილი.

ჩვენ ვაძლევთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს, სტარტაპებსა თუ სხვა კომპანიებს მარტივი მასშტაბირების შესაძლებლობას ნებისმიერ იმ ქვეყნებში, რომლებშიც ჩვენ ვოპერირებთ. მაგალითად, თუ ხარ ქართული ინტერნეტბიზნესი და საქართველოში ჩვენთან თანამშრომლობ, ყაზახეთში, უზბეკეთსა თუ უკრაინაში, ერთ დღეში შეგვიძლია, მოგეხმაროთ იქაური ბარათების მიღებაში და იქიდან შემოსავლის ზრდაში, ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, რაც დღეს არავის აქვს და ასევე გვინდა, რომ  ბიზნესებს მიმოსვლა გავუმარტივოთ.

ამის შემდეგ ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. გვაქვს  ამბიცია, რომ ევროპის ლიცენზიაც ავიღოთ და დავაკავშიროთ ეს ორი რეგიონი ევრაზიის კუთხით.

 – ძალიან კარგი გეგმებია, ევროპის ბაზარი განსაკუთრებით გამორჩეული და საინტერესოა, თუმცა გაჯერებულია და  შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. მაგრამ ერთ-ერთი პრიორიტეტი, მათ შორის დასაქმების კუთხითაც საქართველოსთვის შეიძლება იყოს საერთაშორისო სტარტაპებისა და კომპანიების არსებობა, რომლებიც საქართველოდან შეძლებენ რომ იმუშაონ, მათ შორის უცხოურ ბაზარზე. 

როგორც თქვით, ორმა ადამიანმა დაიწყეთ, ახლა 20 თანამშრომელი გყავთ. თუ იგეგმება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა, რამდენად არის პოტენციალი და ქართული კადრები რამდენად აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს?

საერთო ჯამში, საქართველოში ტექნოლოგიური კუთხით საკმაოდ ძლიერი კადრები არსებობენ და ჩვენი მიზანია, მთავარი გუნდი არსებობდეს საქართველოში  და საქართველოდან ემსახურებოდეს ამდენ ბაზას. ეს უნიკალური შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის. ჩვენ რასაც ვქმნით და რა მასშტაბზეც, ეს საქართველოდან არ გაკეთებულა, ამიტომ იმ გამოცდილების ადამიანების პოვნა, თუნდაც მასშტაბირების კუთხით, რომელზეც ჯერ საქართველოში მოთხოვნა არ იქნება, რთული იქნება. ვაპირებთ, რომ ჩვენი კონტაქტებით და ჩვენი განვლილი გზით, რაც გვაქვს, ამერიკიდან იქნება, თუ დასავლეთ ევროპიდან, მოვიზიდოთ კადრები, რომლებიც შემდეგ უკვე  გაზრდიან კადრებს საქართველოში.

ინვესტიცია არ გულისხმობს მხოლოდ „ფულის ჩასხმას“, ინვესტიცია ასევე არის იმ ცოდნის გაზიარება, რაც უცხოელ ინვესტორებს აქვთ და ძალიან სასიხარულოა, რომ ინვესტორებს შორის არიან ძალიან წარმატებული კომპანიები უდიდესი გამოცდილებით, რომლებიც მუშაობდნენ ასევე ძალიან წარმატებულ კომპანიებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g