LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედაგოგების და მეცნიერთა ანაზღაურება გაიზრდება – მამუკა ბახტაძე

234
skola_moswavleebi_2018-09-03_cKtpazhqqzu1Ya

ყველა რეგიონში ყველა სკოლის და ბაღის აშენება ასევე, მასშტაბური რეაბილიტაცია მოხდება. ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის, ეს იქნება ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი თუ უნივერსიტეტი, ასევე მეცნიერთა ანაზღაურება, იქნება გაზრდილი და ღირსეული, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული საგანმანათლებლო რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ განათლების ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით იყოს უზრუნველყოფილი.

„სხვა პრიორიტეტები, რომელიც ჩვენს ხედვას შეეხება ითვალისწინებს იმას, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა რეგიონში აშენდება და მოხდება მასშტაბური რეაბილიტაცია ყველა სკოლისა და ბაღის. ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის, ეს იქნება ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, თუ უნივერსიტეტი, ასევე მეცნიერთა ანაზღაურება იქნება გაზრდილი და ღირსეული. რა თქმა უნდა, ჩემთვის, პირადად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. ამასთან ერთად, დაინერგება უახლოესი სასწავლო მეთოდები და ბუნებრივია, მოხდება პედაგოგების გადამზადება. როგორც მოგახსენეთ, მოხდება ახალი სკოლების მშენებლობა არსებული სკოლებისა და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, მთავრობამ კონკრეტული შეთანხმებები გააფორმა ყველა იმ წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან, რომელიც განათლების სექტორზე მუშაობს.

„ჩვენ, შესაბამისად შევცვლით, მათ შორის, იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომელიც გვაქვს დღეს სისტემაში. ჩვენ, დავნერგავთ, ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ კრიტერიუმებს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქრათველოში გაცემული დიპლომები, სერთიფიკატყები, მათ შორის, პროფესიული სასწავლებლის, აღიარებული იქნება ევროკავშირში, რაც ყველა ახალგაზრდას, რომელიც გაივლის და მიიღებს განათლებას საქართველოში საშუალებას მისცემს, ამავე დროს დასაქმდეს მსოფლიოს ყვლაზე წამყვან ქვეყნებში,“ – განცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები