თბილისის 56-ე საჯარო ბაგა-ბაღის პედაგოგების ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, რომელიც სავარაუდოდ, ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში 6 თებრვლის შემდეგ არ ყოფილა.
პედაგოგების ცნობით, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ გოგონას რკინა დეფიციტური პრობლემა ჰქონდა, რაზეც მკურნალობდნენ და ბაღში სიარულს დროებით შეწყვეტდნენ. მათივე ინფორმაციით, შემდეგ გაიგეს, რომ აღსაზრდელს სავარაუდოდ, ჩუტყვავილა დაემართა და გაუმწვავდა.
ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, ჩუტყვავილას ინფექცია, ბაღის კიდევ 2 აღსაზრდელს დაუფიქსირდა, რომლებიც მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან.
56-ე საბავშვო ბაღი დღეს არ მუშაობს, შენობაში მხოლოდ პედაგოგები იმყოფებიან.
“ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ჩვენ ვანიავებთ მთლიანად შენობას და ხვალიდან მივიღებთ აღსაზრდელებს ჩვეულ რეჟიმში”, – განაცხადეს ბაღის თანამშრომლებმა.