LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრი ანა მაღრაძე: „ბავშვებში კოვიდის გადატანიდან 4-8 კვირის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მულტისისტემური ანტებითი სინდრომი, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს…“

152
eqimi

პედიატრი ანა მაღრაძე „რუსთავი 2“-ზე სტუმრობისას აღნიშნავს, რომ თავად, როგორც ექიმი, ეთანხმება, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ რისკჯგუფში მყოფი ბავშვების ვაქცინაცია დაიწყოს.

„ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან როგორც ვიცით, ლეტალობა დაფიქსირდა მაღალი რისკჯგუფის პაციენტებში. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ თავშესაფრებში, ბავშვები, რომლებიც არიან იმუნოკომპრომეტირებელ მდგომარეობაში, ანუ აქვთ დაავადებები, რომლებიც აქვეითებს მათ იმუნურ სტატუსს, ასეთ დროს კორონავირუსის დროს ლეტალობის რისკი მეტია. ზოგადად, ვაქცინაცია არის პრევენცია, ეს არ არის ასპროცენტიანი დაცვა, რომ არ შეგხვდეს ვირუსი, ვიცავთ თავს, რომ ინფექციასთან კონტაქტის შემთხვევაში, ან არ მოხდეს დაინფიცირება, ან მსუბუქად გამოიხატოს…

დელტა შტამს ახასიათებს ბევრად სწრაფი გავრცელება და უკვე მოიცვა ბავშვთა პოპულაციაც, შესაბამისად, უფრო მასობრივად მოხდა ბავშვების დაინფიცირება. რაც უფრო მასობრივია ინფიცირება, უფრო მეტია გართულების და შემდეგ ლეტალობის რისკი. ბავშვებში კოვიდის გადატანიდან 4-8 კვირის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მულტისისტემური ანტებითი სინდრომი, რომელიც საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს.

ზოგადად, ნებისმიერ ვაქცინას ახასიათებს ძირითადი უკუჩვენება და ახასიათებს დროებითი. „ფაიზერის“ შემთხვევაში, რითაც ჯერჯერობით ტარდება ბავშვებს შორის ვაქცინაცია, კვლევების მიხედვით, გვერდითი მოვლენები დაახლოებით იგივეა, რაც მოზრდილებში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g