პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კონსტანტინე ჩახუნაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ჩახუნაშვილი 9 დეკემბერს, ნუცუბიძეზე იმ დროს დააკავეს, როცა აქციაზე მიდიოდა.