LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პედიატრის რჩევა მშობლებს: ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს

357
მემმე

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს და მშობლებს რამდენიმე რჩევით მიმართავს.

“ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):
ვიტამინები.

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა – კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.
❌ ანალიზები.

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი “აუცილებელი ანალიზების პაკეტი” არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.
❌ გადასხმა.

“გადასხმა” მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში – ძალიან საზიანო. კოვიდის წინა “ვერსიების” დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო “გადასხმა” ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.
❌ ანტიბიოტიკი.

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში – პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა”, – წერს ლელა ზანგურაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g