13 ივნისს, რომანტიკული კომედიის, „მატერიალისტის“ მსოფლიო პრემიერა შედგება, რომელშიც მთავარ როლებს დაკოტა ჯონსონი, პედრო პასკალი და კრის ევანსი ასრულებენ.
პრემიერამდე, მსახიობები უკვე არაერთ გადაცემაში იყვნენ მიწვეულნი და ბევრ საინტერესო თემაზეც ისაუბრეს.
ყოველივე ეს დაკოტა ჯონსონისა და კრის მარტინის განშორების ფონზე ხდება, ამიტომ მედიაში უამრავი ჭორი თუ სიმართლე იწერება. ძალიან დიდი ინტერესია ჯონსონისა და პასკალის თვალსაჩინო ქიმიის მიმართ.
„ნაგავი კაცებისგან შორს!“ – დაკოტა ჯონსონის პირველი კომენტარი კრის მარტინთან განშორების შემდეგ
სულ ცოტა ხნის წინ დაკოტა ჯიმი ფელონის შოუში იყო მიწვეული, რომელშიც მან პედროს შესახებ ილაპარაკა:
„პედრო ჩემს ტანსაცმელს იპარავს ხოლმე, რასაც ფოტოზე ხედავთ, ეს ჩემი სვიტერია. ის ამას ხშირად აკეთებს. პედროს, როგორც ყოველთვის, არასაკმარისად აცვია. გარეთ როცა ცივა, მხოლოდ მაისურით გადის ხოლმე“, – ამბობს 35 წლის მსახიობი.
როგორც ჩანს, პედრო მისი ძალიან ახლო მეგობარია და მათი ურთიერთობა მხოლოდ გადასაღებ მოედანზე შეხვედრებით არ შემოიფარგლება.

„პედროს შარმს ვერავინ და ვერაფერი უძლებს“, „იდეალური წყვილია“, „საოცრად უხდებიან ერთმანეთს“, „პედრომ დაანგრია დაკოტასა და კრის მარტინის ურთიერთობა?“, „თუკი ტანსაცმელს გპარავს, ესე იგი შენს საძინებელში ხშირად იმყოფება?“ – არ წყდება კომენტარები.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ დაკოტა ჯონსონი და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი რვაწლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს საბოლოოდ დაშორდნენ. ინსაიდერის ცნობით, წყვილი კარიერულმა გზებმა და განსხვავებულმა პრიორიტეტებმა დააშორა.




