LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პეგასუსმა” თბილისიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო

56
Pegasus-Kiev

„პეგასუსის ავიახაზებმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო.

ახალ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და კვირას იფრენს.

აღსანიშნავია, რომ ანკარის მიმართულებით 2019-2020 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისებს „თურქეთის ავიახაზები“ ასრულებდა.

დღეისათვის, „პეგასუსი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით რეისებს კვირაში 17-ჯერ სიხშირით ასრულებს.

ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე, და აცხადებს, რომ ფრენებს კვირაში ორჯერ სიხშირით – ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

წყარო: 1tv.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g