LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის გამზირზე 33 ფიჭვს ხეს მოჭრიან

204
959b7a1349a1a03540b43249daeb7f7f

პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება დედაქალაქში ხმობადი ხეების მოჭრის სამუშაოების გაგრძელების შესახებ. აქვე განმარტებულია, რომ ხმობად 33 ფიჭვს ახალი ხეებით ჩაანაცვლებენ.

“19 მაისს, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 33 ძირი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული” – წერია საქალაქო სამსახურის ფეისბუქ გვერდზე.

ინფორმაცია, რომელსაც გარემოს დაცვის სამსახური ავრცელებს ასევე ნათქვამია, რომ დედაქალაქში სანიტარული ჭრის ფარგლებში  40 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სამუშაოები სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.

magti 5g