LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინში დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი ორკვირიან კარანტინს გაივლის – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

195
BeFunky-collage (2)

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია. დაინფიცირებულების რაოდენობამ კი 66 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის გარეთ, 24 ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სულ 500 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პეკინში დაბრუნებული ადამიანები 14-დღიან კარანტინს გაივლიან. BBC -ის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად სხვა ქალაქებიდან დაბრუნებულ ადამიანებს შეეძლებათ, კარანტინის პერიოდი საკუთარ სახლებში გაატარონ, ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განთავსდნენ.

ჩინეთის ქალაქებში სადიზენფექციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა ჩაერთო (ვიდეო)

მათთვის, ვინც რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული. ჩინეთის ხელისუფლებამ ზომების გამკაცრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეგვიპტეში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მისი იდენტიფიცირება მოგზაურობის სქემის საფუძველზე მოხდა.

თუ რომელიმე სახელმწიფო ჩინეთისადმი შემზღუდველი ზომების ზღვარს გასცდება, მას შესაძლოა “პასუხი მოეთხოვოს”

კორონავირუსის გავრცელების რისკი საქართველოში ისევ ძალიან მცირეა. ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის არსებული სტანდარტებით პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს. საქართველოში ჯერ ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

კორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე ახალ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g