თბილისში, პეკინის ქუჩის 22 ნომერში, მამაკაცი სახურავიდან მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში შეჭრას ცდილობდა, რა დროსაც ბინის მფლობელები სახლში იმყოფებოდნენ.
მათ სავარაუდო მძარცველი აივანზე გამოკეტეს და 112-ში დარეკეს.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს.
ფაქტზე დაიწყო გამოძიება.