ნიკოლა პელტცი მამისგან, მილიარდერ, ნელსონ პელტცისგან ყოველ თვე 1 მილიონ დოლარიან დახმარებას იღებს, რაც მკვეთრად განსხვავდება იმ ფინანსური მხარდაჭერისგან, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მისი მეუღლე ბრუკლინ ბექჰემი საკუთარი მშობლებისგან იღებს.
მიუხედავად იმისა, რომ პელტცების გვარი მსოფლიოში ბექჰემებივით ცნობილი არ არის, ნელსონ პელტცის ქონება მნიშვნელოვნად აღემატება დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ქონებას. ბიზნესმენის ქონება დაახლოებით 1.6 მილიარდ დოლარად ფასდება, მაშინ როცა დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ერთობლივი ქონება დაახლოებით 680 მილიონ დოლარს შეადგენს.
ჟურნალისტმა, მარინა ჰაიდმა პოდკასტში The Rest Is Entertainment განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ბექჰემები ბრუკლინს ფინანსურად ეხმარებიან, თუმცა არა გადაჭარბებულად. მისი თქმით, დევიდსა და ვიქტორიას სურთ, რომ მათი შვილი დამოუკიდებლად დადგეს ფეხზე და საკუთარი გზა თავად გაიკვალოს.
ჰაიდის თქმით, ნელსონ პელტცს თავად უთქვამს ბექჰემებისთვის, რომ ის
თავის ქალიშვილს თვეში ერთ მილიონ დოლარს აძლევს.
ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი უკვე ერთ წელზე მეტია ცხოვრობენ 11 მილიონ ფუნტად შეფასებულ სასახლეში, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სახლის მფლობელი თავად ნიკოლაა.
ცნობისთვის, 2025 წლის ივნისში გამოცემა The Sun-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პელტცების ოჯახი ფიქრობს, თითქოს ბექჰემები თავიანთ შვილს საკმარის ფინანსურ მხარდაჭერას არ უწევენ. ასე რომ, შესაძლოა, მთელი ეს ოჯახური კონფლიქტი სწორედ ფინანსური საკითხების გამო დაწყებულიყო.
როგორ გავუფუჭოთ დედამთილს მნიშვნელოვანი დღე – ნიკოლა პელტცი ფოტოებს ავრცელებს


