LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პენალტების სერია? ამ მატჩშიც ყველაფრისთვის მზად ვიქნები.. რაც შეეხება ნაჩოს ნათქვამს, ვნახოთ, ამას როგორი წარმატებით მოახერხებენ“ – გიორგი მამარდაშვილი

227
Untitled design (2)

„რაც შეეხება ნაჩოს ნათქვამს, რომ ესპანელები ბევრ გოლს გამიტანენ, ვნახოთ, ამას როგორი წარმატებით მოახერხებენ“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თუ დაინიშნება პენალტების სერია? მატჩამდე მეტოქის ფეხბურთელებს ვსწავლობ, ასე რომ, ამ მატჩშიც ყველაფრისთვის მზად ვიქნები“, – აცხადებს მამარდაშვილი.

ცნობისათვის, მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ნაჩო ფერნანდესმა ქართველი მეკარის შესახებ დადებითად ილაპარაკა, თუმცა დასკვნის სახით თქვა, რომ მის კარში ესპანელები ბევრი გოლის გატანას აპირებენ.

„ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ“ – ნაჩო ფერნანდესი მამარდაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები