ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ესპანელი ქალი პენელუპა კრუსი მუდმივად ამტკიცებს, რომ ის ძალიან გაბედული მსახიობიც არის, სერიოზული როლისთვის მზადაა, საკუთარ გარეგნობაში რადიკალური ცვლილებები შეიტანოს.
ფილმ Ma Ma-ში სიმსივნით დაავადებული ქალის როლის შესასრულებლად კრუსი არამხოლოდ წელს ზემოთ გაშიშვლდა, არამედ საკუთარ თმასაც შეელია. მსახიობი ამბობს, რომ ეს როლი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.




