LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს: გოჩა ლორთქიფანიძე

57
FORTUNA.GE- (1)

“პენიტენციური სისტემა ეფექტიანად ფუნქციონირებს. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და აჟიოტაჟისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს.” – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა.

გოჩა ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ყველა ის კონტროლის მექანიზმი, რომელიც ემსახურება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას, კონტროლს, ვითარების მართვასა და მის გამოვლენას, ეფექტურად მოქმედებს:

“მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დეზინფორმაციას პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო ინტენსიური პისიარ-ტესტირება. ეს პროცესი მიმდინარეობს და გრძელდება.

პირველ რიგში, პროგრამას დაექვემდებარა არასრულწლოვნების პენიტენციური დაწესებულება, სადაც ყველა ტესტის შედეგი იყო უარყოფითი.

შემდეგ გადავედით ქალთა დაწესებულებაზე და 23 შემთხვევაში დადასტურდა კოვიდი. ყველა მათგანი იზოლირებულია. ასევე იზოლაციაში არიან მათთან კონტაქტში მყოფი თანამესაკნეები. არავითარი საფუძველი აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის, არ არის. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ცხრა ათასამდე ადამიანის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, არავითარი შეშფოთების საფუძველი არ არსებობს” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

N5 ქალთა დაწესებულებაში მყოფ 23 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა – პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს