LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის მორიგ ვიდეოკადრებს აქვეყნებს: „ცრუ კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის იმიჯის შელახვა“

167
მიშა

პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივა მედში“ გადაღებულ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ ვიდეო მასალას აქვეყნებს და აცხადებს, რომ გარკვეულ მედიასაშუალებებში არასწორი აღქმების შესაქმნელად მცდარი კადრები ვრცელდება, რაც რეალურ სურათს არ ასახავს:

„გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდადებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება.

ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის დადებითი იმიჯის შელახვა.

საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით ვაქვეყნებთ რამდენიმე ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, რომ გავრცელებული ამბები არ შეესაბამება სინამდვილეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ შეცდომაში შემყვანი, არასრული და ფრაგმენტული ინფორმაციით სპეკულირებისგან.“– ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

გიული ალასანია: გონების კარგვაზე არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერი მომენტში შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g