სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე ცნობით, ექიმი რეანიმატოლოგი მედიისთვის კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. მისი თქმით, სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.