LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსია ახალი წესით, რიგითობით გაიცემა

561
gaxaria

პენსიის გაცემის წესი იცვლება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  პენსიის გაცემა ყოველი თვის პირველი რიხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგით იქნება შესაძლებელი.

ცვლილებები რიგების შესამცირებლად განხორციელდა, რადგან როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

„მოხუცები არიან მაღალი რისკის ჯგუფში, ამიტომ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე შესაბამისი განრიგის მიხედვით, პენსიონერს ეცოდენება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი, არანაირი ტექნიკური შეფერხება და პრობლემა არ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგია, მობილობა,  რიგები დაეცეს და პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს,მთელი საქართველოს მასშტაბით ყველამ მიიღოს პენსია, არამედ პირველი რიცხვიდან 14 რიხვამდე თანმიმდევრულად,  წყნარად“, – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ ამით გამოხატავს მთავრობა პატივისცემას და ზრუნვას ღვაწლმოსილ პენსიონერებზე.

პენსიონერებს პენსია ყოველი თვის 14 რიცხვში “ლიბერთი ბანკში” ერიცხებოდათ. ამის გამო, ბანკთან 14-ში ყოველთვის რიგები იყო.

საბანკო სექტორთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა გუშინ გამართა. ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მთავრობის მიერ გაცემულ სოციალურ დახმარებას ბანკები მოსახლეობას ვალების დასაფარად არ ჩამოაჭრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g