ცნობილი ამერიკელი მებრძოლი და მსახიობი, ჰალკ ჰოგანი მესამედ ქორწინდება. მისი რჩეული იოგას ინსტრუქტორია. 69 წლის ჰალკი და მისი რჩეული რამდენიმე წელია ხვდებიან ერთმანეთს. ინსაიდერების ცნობით, ვარსკვლავი გრანდიოზული ქორწილის გადახდას გეგმავს.
შეგახსენებთ, ჰალკის პირველი ცოლი ჯენიფერ მაკდანიელი გახლდათ, მეორე კი ლინდა ჰოგანი. მას ორი შვილი ჰყავს.