LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ“ – მინისტრი იმ ბანკს ასახელებს, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა

915
ipiccy_image

პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს დასრულდა ტენდერი, რომელშიც „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა.

„ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში, კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა პენსიების და სოციალური შემწეობების დარიგების მიზნით ახალ პარტნიორ ბანკს ეძებდა. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 105 მილიონი ლარის 7-წლიანი ტენდერი გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g