LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერმა სასამართლოში Apple-ის წინააღმდეგ აღძრული საქმე მოიგო

54

კომაპნია Apple დერიკ უაიტს 1 200 ევროს მორალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით გადაუხდის. ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო.

საქმე იმაშია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ 68 წლის ბრიტანელმა თავისი iPhone სერვის-ცენტრში შეტყობინებებში გარკვეული ხარვეზის გამო მიიტანა. აპარატის დიაგნოსტირების დროს პრობლემა არ გამოვლენილა, ამიტომ ის მეპატრონეს დაუბრუნეს. დერიკი არ იყო ცენტრის მუშაობით კმაყოფილი: მისი ყველა მონაცემი წაშლილი აღმოჩნდა. „მათ მკითხეს, გავაკეთე თუ არა სარეზერვო კოპირება ყველანაირი პროცედურის შემდეგ! მთელი ჩემი ცხოვრება ინახებოდა ამ „აიფონში“! მე დავკარგე საყვარელი ვიდეო თაფლობის თვიდან სეიშელის კუნძულებზე, სადაც უდიდესმა კუმ ხელზე მიკბინა!“, – განუცახად უაიტმა ჟურნალისტებს.

სასამართლომ დამნაშავედ კომპანია ერთლი წლის შემდეგ ცნო. მიუხედავად Apple-ის ადვოკატის განცხადებისა, უაიტი შემოწმებამდე უნდა გაეფრთხილებინათ, რათა მას სარეზერვო კოპირება გაეკეთებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები